Thursday, March 9, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

            ტრენინგის ბოლო დღე საკმაოდ დატვირთული არმოჩნდა.  ჩვენ გავიმეორეთ  ტრენინგის  მიმდინარეობისას შეძენილი ცოდნა. მოვისმინეთ ტრენინგის თითოეული მონაწილის  მიერ  წარმოდგენილი  პროექტები.  მოვახდინეთ  ურთიერთ შეფასება და თვით შეფასებები. ტრენინგი  საკმაოდ ნაყოფიერი და ბევრის მომცემი აღმოჩნდა ჩემთვის
ბევრი რამ ვისწავლე პროექტის წერისა და ტექნოლოგიების შესახებ.
 მადლობა, ქალბატონ ქეთი ცერაძეს უნიჭირეს პედაგოგს და არაჩვეულებრივ ადამიანს

Saturday, March 4, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

გაზაფხულის დადგომიდან პირველი შეხვედრა დაიწყო ერთმანეთის მოკითხვით და შესწავლილი მასალის გამეორებით. ტრენინგზე  ვისაუბრეთ  პროექტის განხორციელების პროცესში , ყველა მოსწავლის საწიროების გათვალისწინების აუცილებლობის სესახებ და ვიმუშავეთ სასწავლო გეგმაზე.

Sunday, February 26, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი დაიწყო რეფლექსიით.   წინა მასალის გამეორებით. მიმოვიხილეთ მოსქავლის ნამუშევრის პრეზენტაციით. ვიმუშავეტ შეფასების რუბრიკაზე. გადავხედეთ გეგმებს. მივიღეთ დავალება მომდევნო  მეცადინეობისათვის.

Saturday, February 25, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

შეხვედრა დაიწყო მისალმებით და შესწავლილი მასალის  გახსენებით და გამეორებით. გავეცანით საავტორო უფლებებს და პროექტის შესრულებისას  გამოყენებული ლიტერატურის შაბლონებს. გავაკეთეთ კომენტარები ბლოგზე. ვიმუშავეთ მოსწავლის  მიერ ბლოგის  შექმნაზე.

Sunday, February 19, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

      შეხვედრა  დაიწყო მისალმებით და გამეორებით.  განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,ვისწავლეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმის შედგენა, პორთფოლიოს პრეზენტაცია და ბოლოს  დღე დავასრულეთ რეფლექსიით. ეს ყოველივე,  იყო ფინჯან  ყავასა და ქალბატონ ქეთის თბილ, პროდუქტიულ და საქმიან გარემოში. 

Saturday, February 18, 2017

ტრენინგის მესამე დღე

         ტრენინგი დაიწყო მისალმებით, წინა მეცადინეობაზე განხილული  საკითხების  გახსენებით.ტრენერმა გაგვაცნო მესამე დღის სამუშაო გეგმა, რომელიც უკავშირდება პროექტის გეგმაზე მუშაობას, სტანდარტის დადგენას,მიზნის განსაზღვრას და მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების განხილვას.

Saturday, February 11, 2017

ტრენინგის პირველი დღე

  ტრენინგი დაიწყო ერთმანეთის გაცნობით, პოზიტიური განწყობით და დიდი მოლოდინებით, რის საფუძველსაც გვაძლევს ის საქმიანი და თბილი გარემო, რომელიც დაგვიხვედრა ტრენერმა ქალბატონმა ქეთი ცერაძემ. ჩვენ  გავეცანით ინფორმაციას ინტელის ძირითადი კურსის შესახებ, გაეცანით გზამკვლევს, განვიხილეთ პროექტები და სხვა.